ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი დღეს გაიხსნა
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი დღეს გაიხსნა
06 სექ, 2014 00:00:00

დღეს, აჭარის რეგიონში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ახალ რეაბილიტირებული 8 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. გზის გახსნას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  და საავტომობილო გზების რეგიონული დირექციის დირექტორი ზურაბ სიხარულიძე ესწრებოდნენ.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო და მისმა ღირებულებამ 2 მლნ. 270 ათასი ლარი შეადგინა.

პროექტის მიხედვით მოეწყო ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მილებსა და ბეტონის საყრდენ კედლებს, ჩატარდა ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები და დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ზიმო 7“-მა შეასრულა. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 50-მდე ადამიანი, მათგან ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: