სტიქიის ზონაში სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან
სტიქიის ზონაში სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან
21 აგვ, 2014 00:00:00
​დარიალის ხეობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური იმყოფებიან. მინისტრები სიტუაციას ადგილზე ეცნობიან. ინტენსუირი წვიმისა და ცუდი ხილვადობის გამო, სტიქიის ზონაში სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
დევდორაკისა და თერგის ხეობის პირველადი დათვალიერება გამთენიისას   ვერტმფრენით განხორციელდება, რა დროსაც ზარალის მასშტაბების შეფასება და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებების დადგენა მოხდება. დილიდან ადგილზე ვითარებას გეოლოგების ჯგუფი  შეისწავლის და  პირველად შეფასებას დადებს.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახის ტექნიკა და რამდენიმე საათში  გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. მოხდება თერგის კალაპოტის გაღრმავება. კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო ამ დრომდე გადაკეტილია 17 მაისის სტიქიის შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საგანგებოდ მოწყობილი დროებითი საავტომობილო გზა. ხეობაში ამ დრომდე ყველა სახის საავტომობილო   მოძრაობა შეზღუდულია.
დევდორაკის ხეობაში მთის მასა  ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად ჩამოწვა.
​დარიალის ხეობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური იმყოფებიან. მინისტრები სიტუაციას ადგილზე ეცნობიან. ინტენსუირი წვიმისა და ცუდი ხილვადობის გამო, სტიქიის ზონაში სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
დევდორაკისა და თერგის ხეობის პირველადი დათვალიერება გამთენიისას   ვერტმფრენით განხორციელდება, რა დროსაც ზარალის მასშტაბების შეფასება და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებების დადგენა მოხდება. დილიდან ადგილზე ვითარებას გეოლოგების ჯგუფი  შეისწავლის და პირველად შეფასებას დადებს.სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახის ტექნიკა და რამდენიმე საათში  გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. მოხდება თერგის კალაპოტის გაღრმავება. კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო ამ დრომდე გადაკეტილია 17 მაისის სტიქიის შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საგანგებოდ მოწყობილი დროებითი საავტომობილო გზა. ხეობაში ამ დრომდე ყველა სახის საავტომობილო   მოძრაობა შეზღუდულია.დევდორაკის ხეობაში მთის მასა  ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად ჩამოწვა.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: