ვაჟა ფანჩულიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ვაჟა ფანჩულიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
07 აგვ, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები - პრიანკა სენევირატნე, გარემოს დაცვის კონსულტანტი ტრან პუონგი, პროექტის კოორდინატორი ევრაზიის სატრანზიტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრიდან არჩილ ჯორბენაძე, პროექტის განხორციელების კონსულტანტი მურმან კაციტაძე და რეგიონული ოფისის პროექტების ხელმძღვანელი გიორგი კიზირია.

აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი-II-ის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.  ბანკის წარმომადგენლობითი მისია აჭარაში, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას 5 დღის განმავლობაში უწევდნენ მონიტორინგს, სწავლობდნენ პროექტის დეტალებს, გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებს.

მონიტორინგის შემაჯამებელ შეხვედრაზე მხარეებმა ავტომაგისტრალის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს, ასევე ბანკის წარმომადგენლებმა თავმჯდომარეს პროექტის დეტალები გააცნეს და  სამომავლო სამოქმედო გეგმები ერთობლივად დასახეს.

ქობულეთის შემოვლითი გზა ლოტი - II-ის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 18.9კმ.ს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 16 ხიდის, 7 გზაგამტარის, 2 გვირაბის მშენებლობა, 64 წყალგამტარი მილის და მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოებზე დასაქმებულია 350-მდე ადამიანი, საიდანაც 70% ადგილობრივი მოსახლეა. პროექტი 2016 წელს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: