ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის 31 კილომეტრიანი გზის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება
ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის 31 კილომეტრიანი გზის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება
16 ივლ, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დავით შავლიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, მოადგილეებმა ვაჟა ფანჩულიძემ და გივი ჩოჩიამ ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზა E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ–ერთ მნიშვნელოვან - ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 56 კილომეტრიანი გზის ნაწილს წარმოადგენს. მშენებლობა 31კილომეტრიან მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს. ქუთაისის შემოვლითი გზის 17 კილომეტრიანი და ქუთაისი სამტრედიის 14 კილომეტრიანი მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ავტობანის ახალი მონაკვეთი სოფელი ნახშირღელედან დაიწყება, შემოუვლის ქალაქ ქუთაისს და კოპიტნარის აეროპორტთან შეუერთდება არსებულ ავტომაგისტრალს.

ამ დროისათვის, სამუშაოების 80% შესრულებულია, იგება ბეტონის საფარი, მიმდინარეობს ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა. ორივე მონაკვეთზე რკინა–ბეტონის წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა დასრულებულია. ასევე,  დასრულების სტადიაშია გზაგამტარების მშენებლობა გეგუთი-მუხიანისა და სოფელი ბაშის ტერიტორიაზე.

ახალი შემოვლითი გზის შედეგად, ქალაქი ქუთაისი სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთვა, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება. მშენებლობის პროცესში დასაქმებულთა 80% არის ადგილობრივი. დონორო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: