ლიახვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ლიახვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
24 ივნ, 2014 00:00:00

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე ლიახვზე  არსებულ სახიდე გადასასვლელზე (ხაშური-თბილისის მიმართულება) მიმდინარე გეგმიური სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სამუშაოების დასრულება 27 ივნისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა 3 დღით ადრე ყველა სახის სამუშაოს შესრულება მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისიდან ლიახვის ხიდზე, გეგმიური სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადართული იყო თბილისი-ხაშურის მიმართულებით არსებულ სახიდე გადასასვლელზე და მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში ხორციელდებოდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: