ლიახვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ლიახვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
24 ივნ, 2014 00:00:00
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე (ხაშური-თბილისის მიმართულება) მიმდინარე გეგმიური სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სამუშაოების დასრულება 27 ივნისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა 3 დღით ადრე ყველა სახის სამუშაოს შესრულება მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისიდან ლიახვის ხიდზე, გეგმიური სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადართული იყო თბილისი-ხაშურის მიმართულებით არსებულ სახიდე გადასასვლელზე და მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში ხორციელდებოდა.
ინტერაქტიული რუკა