საავტომობილო გზების დეპარტამენტი უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა
15 ივნ, 2014 00:00:00

13, 14 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალურ სისხლის ბანკ - „მედინვესტ ჯორჯიასა“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სისხლის დონორთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უანგარო დონაციის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა.

ცენტრალური სისხლის ბანკის დირექტორმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილს და თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძეს უანგარო დონაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამადლობელი სიგელები დაუსწრებლად გადასცა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „მედინვესტ ჯორჯია საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მაისში გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აქციაში ,,გაიღე სისხლი - სიცოცხლის გადასარჩენად” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რეგიონული დირექციები და კონტრაქტორი კომპანიები უბედური შემთხვევებისა და ავტოავარიის შედეგად დაზარალებულთათვის პერიოდულად უანგაროდ გასცემენ სისხლს.
14 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დონაციის მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა იმ დონორთა მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უანგაროდ გასცემენ სისხლს.
ცენტრალური სისხლის ბანკის დირექტორმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილს და თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძეს უანგარო დონაციის აქციის მხარდაჭერისთვის სიგელები დაუსწრებლად გადასცა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „მედინვესტ ჯორჯია საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მაისში გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აქციაში ,,გაიღე სისხლი - სიცოცხლის გადასარჩენად” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რეგიონული დირექციები და კონტრაქტორი კომპანიები უბედური შემთხვევებისა და ავტოავარიის შედეგად დაზარალებულთათვის პერიოდულად უანგაროდ გასცემენ სისხლს.
14 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დონაციის მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა იმ დონორთა მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უანგაროდ გასცემენ სისხლს.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: