საავტომობილო გზების დეპარტამენტი
თბილისის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
თბილისის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
21 თებ, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ თბილისის შემოვლითი გზის კმ21-კმ34 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

აღნიშნული 13 კმ-იანი  მონაკვეთი თბილისის შემოსავლელი 48 კმ-იანი გზის შემადგენელი ნაწილია და მისი ტექნიკური მდგომარეობა ვერ პასუხობდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თანამედროვე სტანდარტებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და 2014 წლის მაისში დასრულდება. პროექტის მოცულობის 40% გასულ წელს შესრულდა. 

რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია 13 კმ-იანი საგზაო მონაკვეთისა და 7 ხიდის კაპიტალური შეკეთება ასევე, ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწესრიგება, სავალი ნაწილის მონიშვნა თეთრი ნიტროემალით, საგზაო ნიშნების მონტაჟი და  გზის ქვედა საყრდენი კედლების გაბიონებით მოწყობა.

ამჟამად, მიმდინარეობს ხიდების სავალ ნაწილზე ახალი  საგზაო სამოსის მოწყობა, საავტომობილო გზის საფუძვლის   რეციკლირების ტექნოლოგიით დამუშავება და ორფენიანი  ასფალტ-ბეტონის საგზაო საფარის დაგება.

აღნიშნულ პროექტს  შპს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია'' ახორციელებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 100  ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: