მცხეთა-ძეგვის მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
მცხეთა-ძეგვის მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
23 ივნ, 2022 10:55:00
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 6.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დღეისთვის სრულდება ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქალაქ მცხეთას და სოფლებს: არმაზსა და ძეგვს გაივლის.
აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დამსვენებლებისთვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5.6 მლნ. ლარია. სამუშაოები სრულად აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.
ინტერაქტიული რუკა