ტენდერები

სატენდერო მოწვევა

საქართველო

შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP)

სესხის No.: IBRD 8599 -GE

კონტრაქტის დასახელება: ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 16 - კმ 25.5 სარეაბილიტაციო სამუშაოები

სატენდერო მოწვევა: SRAMP/CW/NCB-09

 1. საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის (SRAMP) პროექტისთვის.  აღნიშნული პროექტიდან გარკვეული თანხა გამოყენებული იქნება კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ასანაზღაურებლად. კონტრაქტის დასახელებაა: „ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 16 - კმ 25.5 სარეაბილიტაციო სამუშაოები“.

2. პროექტის განმახორციელებელი უწყება - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად. სამუშაოების განხორციელების პერიოდია 12 თვე.

3. სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 7 126 415,68 ლარი ყველა გადასახადის, ბაჟის და სახელმწიფო მოსაკრებლის ჩათვლით ITB - 14.7 ქვეთავის შესაბამისად. შეთავაზების ავტორმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზება არსებული საბაზრო ფასების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს შემოთავაზებული სამუშაოების ფასწარმოქმნაზე.

4. პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. პრეტენდენტის მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების (გარდა ავანსის თანხისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კონტრაქტის ფარგლებში) ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 1 190 000 ლარის ოდენობით, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების გამოკლებით (დამკვეთი იტოვებს უფლებას დააზუსტოს  საკრედიტო ხაზის შესახებ წარმოდგენილი წერილი იმ შემთხვევაში, თუ ბანკიდან წარმოდგენილ საკრედიტო ხაზზე იქნება რაიმე დათქმა);

ბ.  უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2017, 2018 და 2019) საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 7 125 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაითვლება მიმდინარე ან/და დასრულებული კონტრაქტების ფარგლებში მიღებული დადასტურებული გადახდებისგან, გაყოფილი 3 წელზე;

გ. ძირითადი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის ზოგადი სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს ბოლო 5 წელს 2015 წლის 1 იანვრიდან;

დ. ძირითადი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მენეჯმენტ კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს 2015 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადამდე პერიოდში მინიმუმ ერთ (1) საფარიანი გზის მშენებლობის/ რეკონსტრუქციის/რეაბილიტაციის კონტრაქტს, ღირებულებით არანაკლებ 5 700 000 ლარი ან ორი (2) საფარიანი გზის მშენებლობის/რეკონსტრუქციის/რეაბილიტაციის კონტრაქტს, თითოეული ღირებულებით არანაკლებ 2 800 000 ლარი, რომლებიც წარმატებით განხორციელდა და არსებითად დასრულებულია (სამუშაოების 80% ან მეტი  დასრულებულია) და წინამდებარე სატენდერო მოწვევით გათვალისწინებული სამუშაოების მსგავსია.

ე. მინიმალური გამოცდილება შემდეგ ძირითად აქტივობებში:

  • 2015 წლის 1 იანვრიდან განცხადების მიღების თარიღამდე რომელიმე ერთ წელს  არანაკლებ 30 000 მ2 საფარის მშენებლობის/რეკონსტრუქციის/ რეაბილიტაციის სამუშაოები.

ვ. დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის  III ნაწილში – სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები.

 5.  სატენდერო დოკუმენტების სრული პაკეტის ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმატით ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ.

6. სატენდერო წინადადებები უნდა აიტვირთოს ელექტრონულად, 25.1 პუნქტის შესაბამისად. დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები არ დაიშვება. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა მითითებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურები არ ვრცელდება აღნიშნულ შესყიდვაზე.

 7. ტენდერში მონაწილეებმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიუთითონ ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. სატენდერო წინადადების ფასის არ მითითება ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში გამოიწვევს სატენდერო წინადადების დისკვალიფიკაციას.

 8. სატენდერო წინადადებების წარმოდგენა და ტენდერის გახსნა მოხდება საქართველოს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვის სისტემის გამოყენებით, რომელშიც გარკვეული ცლილებები იქნა შეტანილი. საქართველოს სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვის სისტემაში შეტანილი ძირითადი ცლილებებია:

ა) ელექტრონული სარეზერვო აუქციონის 3 რაუნდი აღარ გამოიყენება. რაუნდები აღნიშნული შესყიდვისთვის არ გამოიყენება;

ბ) კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება ცხადდება ელექტრონული შესყიდვების სისტემაში, რაც ტენდერის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას თავად წარმოადგინონ სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და, აგრეთვე, გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ შემოთავაზებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრაზე;

გ) გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშაოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში)”. გთხოვთ, ინფორმაციის დასაზუსტებლად შეკითხვები ატვირთოთ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ყველა შეკითხვის პასუხი ასევე აიტვირთება შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში;

დ) ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში (ანუ 120 დღე + 28 დღე=148 დღე). ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციის - ტენდერში მონაწილეთა ინსტრუქციის 19.8 პუნქტს, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.

 9. დამკვეთის მისამართი:

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ირაკლი ქარსელაძე

დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი 12, 0160 თბილისი, საქართველო

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

 

იხილეთ ვრცლად: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=347548&lang=ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: