ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი  და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი (SLRP III)

კრედიტიs/სესხის No. IBRD 8402-GE 

პროექტის No. P148048

დავალების სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მხარდაჭერა ადგილობრივი გზების მართვასა და მოვლა-შენახვის საქმიანობაში

კონტრაქტი/ RFP No:  SLRPIII/CS/CQS-08

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი მსოფლიო ბანკისგან, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის ფარგლებში და სურს, რომ აღნიშნული სესხის ნაწილი მოახმაროს საკონსულტაციო კონტრაქტს: „ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მხარდაჭერა ადგილობრივი გზების მართვასა და მოვლა-შენახვის საქმიანობაში“. ზემოაღნიშნული პროექტის განმახორციელებელი ორგანო და ამ დავალების დამკვეთი არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (შემდგომში „კონსულტანტები“) ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: „ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მხარდაჭერა ადგილობრივი გზების მართვასა და მოვლა-შენახვის საქმიანობაში“. 

დავალების ძირითადი მიზანია დახმარება გაეწიოს ადგილობრივი თვითმმართველობებს ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვის და მართვის სფეროში. კონსულტანტმა უნდა შეიმუშაოს ადგილობრივი გზების მართვისა, მიმდინარე და ზამთრის პერიოდის მოვლა-შენახვის საკითხებთან დაკავშირებული მოქნილი და ადვილად აღქმადი სახელმძღვანელო.

კონსულტანტმა უნდა ჩაატაროს სემინარები (ერთი დასავლეთ და მეორე აღმოსავლეთ საქართველოში), იმ მიზნით რომ გააცნოს ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებს შემუშავებული სახელმძღვანელო. ერთდღიანი ტრეინინგი უნდა ჩატარდეს დაახლოებით 64 მუნიციპალიტეტისთვის (დაახლოებით 120 მონაწილე). საუკეთესო მონაწილეებისთვის (დაახლოებით 12 წევრისთვის) კონსულტანტმა უნდა დაგეგმოს და განახორციელოს სასწავლო ვიზიტი უცხოეთში და პრაქტიკულ მაგალითებზე აჩვენოს ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებს გზების მოვლა-შენახვის და მართვის სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილება. ჩამოსვლის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში სასწავლო ვიზიტის მონაწილეები ჩაატარებენ ტრენინგებს და გაუზიარებენ საკუთარ ცოდნას მუნიციპალიტეტების სხვა თანამშრომლებს. აღნიშნული გაკონტროლდება საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

აღნიშნული მომსახურების ტექნიკური დავალება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.dropbox.com/s/295wely1hfnkmck/TOR%20for%20TA%20for%20LSGs%20eng_as%20ussied.doc?dl=0  

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ მათ აქვთ საჭირო გამოცდილება ზემოაღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ:

1.მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ (კორპორატიული პროფაილი);

2.კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების მსგავსი გამოცდილება;

3.კომპანიის ზოგადი ინფორმაცია პერსონალის შესაძლებლობების და გამოცდილების შესახებ.

დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას N1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე

www.georoad.ge შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=eng&act=tenders&func=menu&uid=1490604057

მოკლე სიაში შეყვანის კრიტერიუმებია:

კონსულტანტს უნდა ჰქონდეს ტრენინგების ჩატარების დიდი გამოცდილება.

ასევე, კონსულტანტმა უნდა წარადგინოს გუნდი რომელიც შედგება არა უმეტეს 4 წევრისგან:

  1. გუნდის ხელმძღვანელი - უნდა ჰქონდეს ძლიერი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება და არანაკლებ 10 წლის გამოცდილება გზების მოვლა-შენახვის სფეროში, მათ შორის 2 წელი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება. შემოთავაზებულ ექსპერტს უნდა ჰქონდეს სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამების მომზადების და ტრეინინგების ჩატარების გამოცდილება, ასევე, გუნდის მართვის, აქტივობების კოორდინირების და ანგარიშების წერის უნარ-ჩვევები.
  2. გზის ინჟინერი/ტრენერი - უნდა ჰქონდეს ძლიერი პროფესიული გამოცდილება და არანაკლებ 10 წლის გამოცდილება გზის პროექტირებაში (მათ შორის გზის უსაფრთხოების და კლიმატური მდგრადობის ღონისძიებებში) და ზედამხედველობაშ, მათ შორის 2 წელი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება. ექსპერტს უნდა ჰქონდეს სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამების მომზადების და ტრეინინგების ჩატარების გამოცდილება.
  3. ტრანსპორტის დამგეგმავი-ეკონომისტი/ტრენერი - უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 წლის გამოცდილება გზის მოვლა-შენახვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების მომზადებაში (გზის შეფასება და ინვენტარიზაცია, გზის მოვლა-შენახვის დაგეგმვა და ოპერირება), ბიუჯეტირება და ფინანსურ კონტროლში, მათ შორის 2 წელი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება. ექსპერტს უნდა ჰქონდეს სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამების მომზადების და ტრეინინგების ჩატარების გამოცდილება.
  4. შესყიდვების სპეციალისტი/ტრენერი - უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 წლის გამოცდილება გზებთან  დაკავშირებული მშენებლობის/რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის სამუშაოების და მომსახურების შესყიდვებში, მათ შორის 2 წელი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება. ექსპერტს უნდა ჰქონდეს სასწავლო პროგრამების და ტრეინინგების ჩატარების გამოცდილება.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 8 თვე. 

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში („კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.  

კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთიანდნენ (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე). ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს.

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციის საფუძველზე (CQS მეთოდი)  მსოფლიო ბანკის შესყიდვის სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში).     

ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2019 წლის 23 ივლისი 17:00 საათისა. 

სახელი: გიორგი წერეთელი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი N12, თბილისი 0160, საქართველო

ელ.ფოსტა: info@georoad.ge  

ვებ–გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: