ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი (EWHIP-4)

კრედიტი/სესხი IDA 5245-GE, IBRD 8263-GE

პროექტის No.: P130413

დავალების სახელწოდება: საქართველოს რეგიორნული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საჭიროებების ანალიზი

კონტრაქტი/ RFP No:  EWHIP-4/CS/CQS-10

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის (EWHIP-4). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კომპანიებს (შემდგომში “კონსულტანტები”) ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: „საქართველოს რეგიორნული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საჭიროებების ანალიზი”.

დავალების მიზანია გამოავლინოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში არსებული ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას საგზაო ქსელის ეფექტურად სამართავად და განსაზღვროს რეალური ღონისძიებები მართვის გასაუმჯობესებლად.

დავალების ძირითადი მიზანია:

  • შეისწავლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში არსებული სიტუაცია, მათ შორის დეპარტამენტის დებულება, გამოავლინოს ძირითადი გარე შეზღუდვები და განსაზღვროს რეკომენდაციები აღნიშნული შეზღუდვების მოსაგვარებლად;
  • შეისწავლოს საავტომობილო გზების დეპარატამენტის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა (ეფექტურია 2018 წლის აგვისტოდან) და გამოავლინოს სისუსტეები, რომელიც დაკავშირებულია არსებული სტრუქტურის ახლით ჩანაცვლებასთან, ისეთი როგორიცაა დეპარტამენტის ფუნქციონალური ეფექტურობა, შიდა კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვა და ანგარიშგების ფორმები, თანამდებობების შესაბამისობა მათ პასუხისმგებლობებთან (თითოეული თანამშრომლის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად);
  • განიხილოს თითეულ სამსახურში გამოყენებული ტექნიკური, ფინანსური და ადმისტრაციული მართვის ფორმების მიზანშეწონილობა, ტრენინგების დონე და დასაქმებული თანამშრომლების პროფესიული გამოცდილება, მათ შორის სადაც საჭიროა კომპიუტერული სისტემების ცოდნა.
  • შეაფასოს თანამშრომლების ოპტიმალური რაოდენობა (მათ შორის მუდმივი თანამშრომლების და დეპარტამენტის მიერ პირდაპირ დაქირავებული თანამშრომლების) თითოეული სამსახურის და განყოფილების ამჟამად და მომავალში მოსალოდნელი სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით.

ტექნიკური დავალება აღწერს დეტალურად კონსულტანტის მიერ შესასრულებელ სამუშაოს, დავალების მიზანს, ძირითად პრინციპებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაცია დავალების შესახებ იხილეთ ტექნიკურ დავალებაში შემდეგ ბმულზე:

https://www.dropbox.com/sh/z47ra6nld2o3ttz/AADVvHtvuvmkiPBdS9yleBBba?dl=0 

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: კომპანიის კორპორატიული პროფაილი; კომპანიის გამოცდილება განხორციელებული პროექტის შესახებ დავალების მიმართებაში (წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1490604057); კომპანიის პერსონალის შესახებ ზოგადი ინფორმაცია.

მოკლე სიაში შეყვანის კრიტერიუმები

კონსულტანტი შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

•           ინსტიტუციონალური გაძლიერების შეფასების პროგრამების/გეგმების მომზადების გამოცდილება;

•           საჯარო უწყებებისთვის საჭირობების ანალიზის მომზადების გამოცდილება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და კვლევის მეთოდების გამოყენებით;

•           საგზაო/საპრანსპორტო/ინფრასტრუქტურული/მსგავსი უწყებებისთვის საჭირობების ანალიზის მომზადების გამოცდილება;

•           სტრატეგიული გეგმების/რეკომენდაციების მომზადება ინსტიტუციური გაძლიერებისთვის;

მსგავსი დავალებები დასრულებული ბოლო 10 წლის განმავლობაში (2009 წელს ან მას შემდეგ).

მსგავსი გამოცდილების დავალებების მინიმუმ 50%-ს უნდა ახლდეს თან წერილები დამქირავებლისგან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი ინფორმაცია და გამოიყენოს ის შეფასების მიზნებისთვის.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 თვე.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – „მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBღD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში („კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.  

კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთიანდნენ (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე). ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს.

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციის საფუძველზე (CQS) შერჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის შესყიდვის სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში).   ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2019 წლის 8 მაისის 17:00 საათისა.

სახელი: ირაკლი ქარსელაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი 0160, საქართველო

ელ.ფოსტა: info@georoad.ge  

ვებ–გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: