ტენდერები

თარიღი: 23 მარტი, 2018

სესხის ნომერი და სახელწოდება: 2843-GEO: საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - ტრანში 3 (დამატებითი დაფინანსება)

კონტრაქტის ნომერი და სახელწოდება: RCIP/CW/NCB-01: ქობულეთის შემოვლითი გზის განათება კმ 0+000-კმ12+400

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 23 აპრილი, 2018, 16:00 სთ (ადგილობრივი დროით)

 

1. საქართველომ აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღო დაფინანსება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - ტრანში 3 (დამატებითი დაფინანსება). აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთქმული კონტრაქტის განსახორციელებლად. ტენდერში მონაწილეობის მიიღებენ პრეტენდენტები აზიის განვითარების ბანკის  წევრი ქვეყნებიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (,,დამკვეთი“) გიწვევთ, წარმოადგინოთ დალუქული სატენდერო წინადადება ქობულეთის შემოვლითი გზის განათებისათვის.

აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტი ითვალისწინებს განათების სიტემების მოწყობას ქობულეთის შემოვლითი გზისთვის კმ 0+000 – 12+400.  მშენებლობის პერიოდი შეადგენს 6 თვეს.

2. ადგილობრივი ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ კონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად და მასში მონაწილების მიღება შეუძლია ყველა პრეტენდენტს, აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან.

3. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ პრეტენდენტები აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვყნებიდან, ყველა მონაწილე/ერთობლივი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

მიმდინარე დავები და არბიტრაჟი - მიმდინარე დავები და არბიტრაჟი ჩაითვლება გადაწყვეტილად, რაც მთლიანად არ უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის წმინდა კაპიტალის 50%-ს, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს სხვაობას მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის

 

ფინანსური მდგომარეობა:

. მონაწილის წმინდა კაპიტალი მინიმუმ ბოლო წლის განმავლობაში უნდა იყოს დადებითი. აღნიშნული წარმოადგენს სხვაობას მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის.

. მისი მინიმალური ყოველწლიური საშუალო სამშენებლო ბრუნვა ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5,800,000.00 ლარს (ხუთი მილიონ რვაასი ათასი ლარი). მონაწილემ უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები - არანაკლებ 730,000.00 ლარისა (შვიდას ოცდაათი ათასი ლარი)

 

მშენებლობის გამოცდილება:

. ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, მონაწილეობა როგორც კონტრაქტორი, ქვე-კონტრაქტორი ან მშენებლობის მმართველი  მინიმუმ ერთ (1) კონტრაქტში, რომელიც მოცემულ შემოთავაზებულ სამუშაოთა მსგავსია. აღნიშნული მსგავსი კონტრაქტის ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1,200.000.00 ლარს (მილიონ ორასი ათასი ლარი) და იგი უნდა იყოს წარმატებით ან არსებითად განხორციელებული.

 

მშენებლობის გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:

 . გზის განათების სამუშაოების გამოცდილება არანაკლებ 3 კმ გზისათვის ერთი წლის განმავლობაში.

 

4. დამატებითი ინფორმაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, გთხოვთ მოგვმართოთ:

ბატონი ნუგზარ გასვიანი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,. 0160 თბილსი, საქართველო

ტელ: (+995 32) 2 37 05 08 შიდა:311

ფაქსი: (+995 32) 2 37 66 03

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

 

5. სატენდერო დოკუმენტაციის შესაძენად ინგლისურ ენაზე, მონაწილეებმა უნდა განახორციელონ შემდეგი:

წარმოადგინონ წერილობითი მოთხოვნა ქობულეთის შემოვლითი გზის განათების კმ 0+000-კმ 12+400  სატენდერო დოკუმენტაცის მისაღებად

. გადაიხადონ მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტი აშშ დოლარში, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას, შემდეგ ანგარიშზე:

 

ლარში ანგარიშსწორებისთვის:

Name of the recipient: Treasury Account

Treasury account No. 200 122 900

Recipient Bank: State Treasury

Bank Code: TRESGE22

Old Code of the Bank (220 101 222)

Budget Income Treasure Code: 302 007 800

International Currency: No 001 189 362

 

დოლარში ანგარიშსწორებისთვის:

Intermediary: 

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA           

SWIFT CODE: FRNYUS33

Receiving agent:

ACC.NO: 0D 

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

Beneficiary’s bank:  NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: Roads Department of the Ministry of Regional Development of Georgia

IBAN: GE65NB0331100001150207

Payment Designation: Tender fee for the Roads Department for the Lighting of Kobuleti Bypass Road

 

6. გთხოვთ თქვენი სატენდერო წინადადება წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ალ. ყაზბეგის 12

სართული/ოთახის ნომერი: მე-4 სართული, კანცელარია

ქალაქი: 0160 თბილისი

ქვეყანა: საქართველო

 

. არაუგვიანეს 2018 წლის 23 აპრილისა 16:00 სთ (ადგილობრივი დროით)

. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიასთან ერთად.

 

სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნება სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ, მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით შემდეგ მისამართზე.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,.

სართული/ოთახის ნომერი: მე-3 სართული, საკონფერენციო დარბაზი

ქალაქი: 0160 თბილისი

ქვეყანა: საქართველო

 

აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი სატენდერო მოწვევის არა-ოფიციალურ თარგმანს. შესაბამისად, უზუსტობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სატენდერო მოწვევის ინგლისურ ვერსიას.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: