ტენდერები

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი (SLRP II)

კრედიტის #5078-GE, სესხი #8143–GE

პროექტის #P122204

დავალების სახელწოდება: საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გაუმჯობესება პროგრამული ინტერფეისის (API) შემუშავების გზით

კონტრაქტი/ RFP # SLRPII/CS/ICS-05

საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის განსახორციელებლად, რომლის მიზანია პროექტის გზებზე გადაადგილების ხარჯების შემცირება და მდგრადობის გაუმჯობესება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არის პროექტის განმახორციელებელი უწყება და დამქირავებელი აღნიშნული დავალებისთვის. ტექნიკური დავალება აღწერს კონსულტანტის მიერ გასაწევ მომსახურებას, განსაზღვრავს დავალების მიზნებს, ძირითად პრინციპებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

დავალების ძირითადი მიზანია პროგრამული ინტერფეისის (API) შემუშავება OCDS (ხელშეკრულების შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემების სტანდარტები) სქემით, რომელიც გამოიყენებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს OCDS პორტალს მონაცემების მისაღებად და გასაგზავნად და საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მიიღოს და გაანალიზოს შესყიდვების შესახებ მონაცემები. API-ის მომხმარებლები შესაძლოა იყვნენ ა. მოქალაქეები, რომლებიც დაინტერსებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვებით. ბ. საჯარო მოხელეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სახელმწიფო კონტრაქტების მართვით. გ. მოქალაქეები ტექნიკური უნარებით, რომელთაც შეუძლიათ მონაცემების გადამუშავება დამატებითი ღირებულების შესაქმნელად. დ. კერძო სექტორის წარმომადგენლები.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე ბიოგრაფია (CV), რომელიც დაადასტურებს, რომ მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება ზემოხსენებული დავალების შესასრულებლად.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

-  კანდიდატს უნდა ქონდეს ხარისხი კომპიუტერულ ინჟინერიაში ან მსგავს სფეროში და დადასტურებული გამოცდილება/კვალიფიკაცია ხელმისაწვდომი მონაცემების და წყაროების სისტემების შესახებ.

-  კანდიდატს უნდა ქონდეს ვერსიების კონტროლის გავრცელებული სისტემის ან მსგავსი სისტემების (მაგ, GIT) შესახებ ცოდნა;

-  არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ვებ სისტემების შემუშავებაში;

-  არანაკლებ 2 პროექტი განხორციელებული API-ის სისტემის შესამუშაველად;

-  არანაკლებ 2-წლიანი ცოდნა და გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (SPA) არსებული მონაცემთა ბაზის მუშაობის შესახებ;

-  საქართველოში, თბილისში ყოფნა არაა სავალდებულო. კანდიდატს უნდა ქონდეს უნარი იმუშაოს დისტანციურად და დავალების განხორციელების მონიტორინგისთვის შეეძლოს შეხვედრებში მონაწილეობა;

-  დიზაინზე და დეტალებზე ორიენტირებულობა არის მნიშვნელოვანი;

-  ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა. ქართულის ენის სრულყოფილად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 60 დღე.

დავალების სავარაუდო ღირებულებაა 25,000 აშშ დოლარი (გადასახადების ჩათვლით).

ტექნიკური დავალება ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: 

https://www.dropbox.com/sh/tpacfn1mlx803qa/AAAbm87aJFGXR4kaBNdcKu77a?dl=0 

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის  მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში (http://www.worldbank.org/en/projects-operations/products-and services/brief/procurement-policies-and-guidance#Guidelines).

ინტერესის გამოხატვა და კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემების (ჩV) ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2018 წლის 5 მარტის 17:00 საათისა.

სახელი და გვარი: გიორგი სეთურიძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: