პროექტები
სამტრედია გრიგოლეთის კმ 11,5 - კმ 30,0 მონაკვეთის მოდერნიზაცია (ლოტი II) გზშ
E-60 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტი
სამტრედია გრიგოლეთის კმ 11,5 - კმ 30,0 მონაკვეთის მოდერნიზაცია (ლოტი II)
გარემოზე ზემოქმედების შეფასება
ნოემბერი 2013
თბილისი
ზოგადი მომოხილვა
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს.
საქართველოს მთავრობა უმთავრეს პრიორიტეტს ანიჭებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის გაუმჯობესებას.
მთავრობამ მიიღო დაფინანსება თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობისთვის, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.
2009 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს წარედგინა S-12 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და რეკომენდირებული მიმართულებების გარემოსდაცვითი შეფასება. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის გაგრძელებას.
პროექტის მიზანია უზრუნველყოს პროგნოზირებული მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გატარება და უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობის და სატრანზიტო ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფა.
მოცემული გზშ მოიცავს სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის II ლოტს - კმ 11+500 კმ 30+000. მე-2 ლოტის ძირითადი ტრასა იწყება Pk (hm) 115+00-ზე, პირველი ლოტის დასასრულს და მთავრდება მდ. რიონის ძველი მეანდრირების ადგილთან.
საპროექტო გზა მთლიანად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, გურიის რეგიონის ფარგლებშია მოქცეული, კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე.
E-60 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტი
სამტრედია გრიგოლეთის კმ 11,5 - კმ 30,0 მონაკვეთის მოდერნიზაცია 
(ლოტი II)
გარემოზე ზემოქმედების შეფასება
ნოემბერი 2013
თბილისი

ზოგადი მომოხილვაქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს.საქართველოს მთავრობა უმთავრეს პრიორიტეტს ანიჭებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის გაუმჯობესებას.მთავრობამ მიიღო დაფინანსება თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობისთვის, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.2009 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს წარედგინა S-12 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და რეკომენდირებული მიმართულებების გარემოსდაცვითი შეფასება. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის გაგრძელებას.პროექტის მიზანია უზრუნველყოს პროგნოზირებული მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გატარება და უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობის და სატრანზიტო ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფა.მოცემული გზშ მოიცავს სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის II ლოტს - კმ 11+500 კმ 30+000. მე-2 ლოტის ძირითადი ტრასა იწყება Pk (hm) 115+00-ზე, პირველი ლოტის დასასრულს და მთავრდება მდ. რიონის ძველი მეანდრირების ადგილთან.საპროექტო გზა მთლიანად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, გურიის რეგიონის ფარგლებშია მოქცეული, კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე.
 
PDF_ICON ნაწილი 1
PDF_ICON ნაწილი 2
ინტერაქტიული რუკა
პროექტის მიმდინარეობა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: