პროექტები
სასადილო – სიონის გზა (გზშ)
კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროექტი
 
                                                                      სასადილო – სიონის გზის რეაბილიტაციის 
 
                                                                             გარემოზე ზემოქმედების შეფასება
 
 
                                                                                               თბილისი 
                                                                                            აგვისტო 2013
 
 
                                                                                              შესავალი
 
ამჟამად მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, შექმნას სრულყოფილი სანტრასპორტო კომუნიკაცია საქართველოს რეგიონებს შორის. ამ მიზნის მისაღწევად გზები ნორმალურად უნდა ფუნქციონირებდეს მთელი წლის მანძილზე მოძრაობის შეუფერხებლად.
კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროექტი სასადილო – სიონის გზის რეაბილიტაციის  გარემოზე ზემოქმედების შეფასება
თბილისი  
აგვისტო 2013
შესავალი 

ამჟამად მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, შექმნას სრულყოფილი სანტრასპორტო კომუნიკაცია საქართველოს რეგიონებს შორის. ამ მიზნის მისაღწევად გზები ნორმალურად უნდა ფუნქციონირებდეს მთელი წლის მანძილზე მოძრაობის შეუფერხებლად.
საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკს სთხოვა დახმარება, რათა განხორციელდეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალებისა და გზების განახლება და მოდერნიზაცია. კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე ერთ ერთ პროექტს, რომელიც დაიწყო 2009 წელს. პროექტი აფინანსებს 56-კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას, რომელიც აკავშირებს ვაზიანს-გომბორსა და თელავს, რეაბილიტაციის ღირებულება დაგეგმილზე ნაკლებია შესაბამისად არსებობს მნიშვნელოვანი ეკონომია. საქართველოს მთავრობამ გამოხატა ინიციატივა პროექტში არსებული დანაზოგი გამოყენებული იყოს სოფლების სასადილოსა და სიონის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის. აღნიშნული გზის მონაკვეთი იწყება სოფელ სასადილოსთან კმ-27. ის გაივლის სოფლებს კოჭბაანი, ბოჭორმა და კუდრო და მთავრდება სოფელ ორხევთან კმ 17-3. შემდეგ გზა იყოფა სიონამდე (სიგრძე-3.7 კმ) და აღწევს სოფელ ხევსურთსოფლამდე. 
კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროექტის ფარგლებში მომზადდა ვაზიანი-გომბორი-თელავი გზის მონაკვეთის გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოზე ზომოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით ჩამოყალიბდა გარემოს მართვის გეგმა გზის ორი მონაკვეთისათვის: კმ 0-27 და კმ 27-56. ვაზიანი გომბორი თელავის გზის რეაბილიტაციის დიდი ნაწილი დასრულებულია გარემოზე ზემოქმედების გეგმების თანახმად: გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული ანგარიში წარმოადგენს 2009 წლის ანგარიშის შემავსებელ ნაწილს და შეიცავს სასადილო-სიონის გარემოს მართვის გეგმას.   
   
PDF_ICON იხილეთ ვრცლად
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: