11-26 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
11-26 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
25 აპრ, 2024 11:47:14

11 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების წარმოების გამო, საჭიროა სამუშაოების გაგრძელება 1 დღით, 2024 წლის 26 აპრილის ჩავლით.

დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას.

პროექტის ფარგლებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია უტარდება 33.6 კმ-იან მონაკვეთს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: