ავტომაგისტრალების მშენებლობისას გარემოსდაცვითი საკითხების მართვის შესახებ სემინარი ჩატარდა
ავტომაგისტრალების მშენებლობისას გარემოსდაცვითი საკითხების მართვის შესახებ სემინარი ჩატარდა
05 აპრ, 2024 10:05:32

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის მიზნით სემინარი გაიმართა.

სემინარზე მომხსენებლების რანგში წარმოდგენილები იყვნენ ევროპის საინვესტიციო ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯოაო რამინოს ტომე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, მაია ბერაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნელი კორკოტაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე წურწუმია და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი.

სემინარის ფარგლებში, განხილული იყო შემდეგი გარემოსდაცვითი საკითხები: გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის მნიშვნელობა და როლი, საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზომები და რეგულაციები, გარემოსდაცვითი საკითხების მართვა ხელშეკრულების ფარგლებში და საქართველოს სატყეო სექტორის პოლიტიკა და პრაქტიკა.

სემინარს ესწრებოდნენ ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტებზე დასაქმებული კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების გარემოსდაცვითი სპეციალისტები, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლები, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სპეციალისტები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: