მოლითი-ჩუმათელეთის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს
მოლითი-ჩუმათელეთის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს
04 აპრ, 2024 10:57:04

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მოლითი-ჩუმათელეთის გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 13 ახალი ხიდისა და 109 წყალგამტარი მილის მოწყობაა გათვალისწინებული.

მოლითი-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილია, რომლის პირველი, ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოიცავს ასფალტის ახალი საფარის, ხიდების, წყალგამტარი ნაგებობების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს ჩხერიმელას, ძირულას და ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 96 309 127 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ძირულა-მოლითის მონაკვეთის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: