3-5 აპრილს ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება
3-5 აპრილს ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება
02 აპრ, 2024 10:50:35

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე  01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: