ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის კმ48-კმ53 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის კმ48-კმ53 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა
29 მარ, 2024 11:24:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ქ. ბოლნისში გამავალი, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ48-კმ53 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, 5 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ტროტუარები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და  საგზაო ნიშნები. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და  მისმა ღირებულებამ 2.8 მლნ. ლარი შეადგინა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: