ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
27 მარ, 2024 22:34:42

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: