მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები გრძელდება
მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები გრძელდება
26 მარ, 2024 10:02:48

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.

ხიდის სამუშაოები ითვალისწინებს, რკინაბეტონის სავალი ნაწილის ფილების დაზიანებული ფრაგმენტების დაშლას, ქარგილის მოწყობას, დაზიანებული ფილების კონსტრუქციების არმატურით გაძლიერებას და მაღალი სიმტკიცის ბეტონით შევსებას.

აღნიშნული სამუშაოების შემდგომ, ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღებისთანავე ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები რთულ პირობებში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალელურად მიმდინარეობს.

მდინარე არაგვის ხიდზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა შეზღუდულია.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე, სამუშაოების დასრულებისთანავე მომდევნო კვირაში აღდგება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: