28 თებერვალს ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
28 თებერვალს ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
26 თებ, 2024 16:40:13

2024 წლის 28 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია „გზამშენებელი-13“-ის მიერ დაგეგმილია საავტომობილო გზის მიმდინარე შეკეთების სამუშაოების განხორციელება. რის გამოც, საჭიროა აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვის პერიოდში, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ15-კმ30 (ჯაპანა-ლანჩხუთი) მონაკვეთზე (ძველ გზაზე).

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: