13-14 თებერვალს დღისით სურამის კვანძი-არგვეთას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახვერადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
13-14 თებერვალს დღისით სურამის კვანძი-არგვეთას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახვერადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
12 თებ, 2024 19:56:17

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ188, კმ194 და კმ196 მონაკვეთებზე დაგეგმილი დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების გამო, სავტომობილო გზის კმ135-კმ200 (სურამის კვანძი-არგვეთა) მონაკვეთზე 2024 წლის 13 და 14 თებერვალს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: