ახალციხე-ნინოწმინდის და ახლქალაქი-კარწახის გზებზე მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
ახალციხე-ნინოწმინდის და ახლქალაქი-კარწახის გზებზე მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
06 თებ, 2024 05:44:06
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგოლება.
ინტერაქტიული რუკა