ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
06 იან, 2024 10:53:27

უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ.აქუცაზე გამვალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: