7-9 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ255-კმ259 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
7-9 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ255-კმ259 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
06 დეკ, 2023 20:28:22

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ255-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოების  გამო, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 7 დეკემბრის 10:00 სთ-დან, 9 დეკემბრის 21:00 სთ-მდე. 

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის გავლით.

აღნუშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: