3-5 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
3-5 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
01 დეკ, 2023 16:20:08

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე. 

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43  (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: