გეგმიური სამუშაოების გამო, 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გეგმიური სამუშაოების გამო, 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
27 ნოე, 2023 12:43:46

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დასრულების გამო, მიმდინარეობს დეპარატმენტისთვის პროექტით შესრულებული სამუშაოების გადაბარების პროცესი.

პროცედურის ფარგლებში,  2023 წლის 27 ნოემბრის 14:00 სთ-დან 9 დეკემბრამდე დაგეგმილია ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება. აღნიშნულის გამო, 27 ნოემრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გეგმიური ინსპექტირება და შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდის ფარგლებში.

გზაზე დაწესებული შეზღუდვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის გავლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: