სოფ.გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
სოფ.გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
22 ნოე, 2023 12:02:13

უამინდობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 63-ე კმ-ზე კლდის მასის ჩამოშლის შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ63-კმ106 (სოფ. გუდანი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ53-კმ63 (სოფ. კორშა-სოფ. გუდანი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-სოფ. კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: