ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
20 ნოე, 2023 22:29:49
თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა