შეკვეთილში მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შეკვეთილში მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
17 ოქტ, 2023 11:33:16
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის გამო, 3 ოქტომბერს ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
ინტერაქტიული რუკა