18-21 აგვისტოს თბილისი–სენაკი–ლესელიძის და ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება
18-21 აგვისტოს თბილისი–სენაკი–ლესელიძის და ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება
16 აგვ, 2023 10:09:48

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 330-ე კმ-ზე (ქ. ზუგდიდის ტერიტორია, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ოდიშის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის კმ1 (0+00 - 0+100) მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით და ა.(ა).ი.პ. „ბმვ კლუბი საქართველოს“ ორგანიზებით დაგეგმილი დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის გამართვის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 2023 წლის 18 აგვისტოს 11:00 სთ-დან 21 აგვისტოს 14:00 სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

მოძრაობის აკრძალვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, ნინოშვილის, მ. გორკის, სართანიას, ბერიას (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის მონაკვეთი) და ოდიშის ქუჩების გამოყენებით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: