გიორგი წერეთელი - რიკოთის უღელტეხილზე მოქმედებს გადაადგილების სპეციალური რეჟიმი. სიცრუეა, რომ რიკოთი დაკეტილია

10 აგვ, 2023 20:26:21
„ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რიკოთი დაკეტილია, არასწორია. რიკოთზე მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, დილის 6 საათიდან, საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე - სატვირთო ტრანსპორტი,“- ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა, რაჭის სტიქიის ზონიდან, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი წერეთლის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს რიკოთის უღელტეხილი დაკეტილია. რიკოთის საგზაო მონაკვეთზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი.
„იცით, რომ გზის 149-ე კმ-ზე, თოვლის დნობის შემდეგ, არსებული (ძველი) გზიდან 200 მეტრის ზევით, აღმოჩენილი იქნა, ნაპრალები. შესაძლებელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება რიკოთის უღელტეხილის დროებით დაკეტვის შესახებ. გავაფართოვეთ გზა, გავაფართოვეთ ბუფერული ზონა  და ამის შემდეგ დავაწესეთ მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო უსაფრთხოება. დღეს ეს რეჟიმი არის შემდეგნაირი - დილის 6 საათიდან საღამოს 9 სააათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ, ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 5 საათამდე - მოძრაობენ უკვე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები,“ - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: