8 აგვისტოდან ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
8 აგვისტოდან ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
07 აგვ, 2023 18:24:24

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 8 აგვისტოდან მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით:

•           ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 03:00 სთ-დან, 05:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;

•           შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 15:00 სთ-დან, 21:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;

•           კვირას, მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.

კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: