8 აგვისტოს 05:00 საათიდან 13:00 საათამდე ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) გზაზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
8 აგვისტოს 05:00 საათიდან 13:00 საათამდე ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) გზაზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
06 აგვ, 2023 09:42:57

ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (კმ75 პკ4-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებისთვის 2023 წლის 08 აგვისტოს 05:00 საათიდან 13:00 საათამდე აღნიშნულ სარკინიგზო გადასასვლელზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება.

დროის აღნიშნულ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: