თელავი-შაქრიანის გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
თელავი-შაქრიანის გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
31 ივლ, 2023 12:02:09

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის 25-ე კმ-ზე იწყება და ქ. თელავში, მშვიდობის ქუჩის მჭიდროდ დასახლებულ 2 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს. თელავი-შაქრიანის გზა, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს აკავშირებს ერთმანეთთან.

პროექტის შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზაზე არსებულ ხიდს, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და სხვა ხელოვნური ნაგებობები. ასევე მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. 2 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, ტროტუარებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 245 117 ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: