28-29 ივნისს ხაშური-აწყურის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

27 ივნ, 2023 16:26:14
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25 მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 28 და 29 ივნისს, 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე,  საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ51-კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: