უროს კლდეები-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
უროს კლდეები-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
25 ივნ, 2023 21:09:48

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (უროს კლდეები-შატილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.

 ამავე გზის კმ53-კმ90 (კორშა-უროს კლდეები) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: