გომბორის გზას რეაბილიტაცია უტარდება
გომბორის გზას რეაბილიტაცია უტარდება
20 ივნ, 2023 15:20:21
,,ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები გომბორის გზის 33 კმ-იან მონაკვეთზე,  რომლის ფარგლებშიც ტარდება მეწყერ-საწინააღმდეგო ღონისძიებებიც.  გათვალისწინებულია მოცულობითი სამუშაოები, მათ შორის, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინა-ბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ამჟამად, მთლიანობაში, კახეთის რეგიონში  საგზაო ინფრასტრუქტურის  მილიარდ 100  მილიონი ლარის პროექტები  მიმდინარეობს. აღსანიშნავია, მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი  და ასევე,  სარეაბილიტაციო პროექტები, რომლის ფარგლებშიც 165 კმ გზის რეაბილიტაცია მხოლოდ კახეთის რეგიონში მიმდინარეობს,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის რეგიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების  დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტის მიერ, კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს.  
გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამ გზით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ქვეყნაში შემოსული ტურისტები. გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი. 
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, გატარდება მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მიერთებები და ადგილობრივი შესასვლელები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
ამ დროისთვის, კახეთში, ჯამში, 25 პროექტი მიმდინარეობს, საიდანაც 4 ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტია. რეაბილიტაცია უტარდება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის  30 კმ-იან და 11.5 კმ-იან მონაკვეთებს და ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო  მოძრაობის   გაუმჯობესების  პირობების პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს პირველი, 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: