13-19 ივნისს ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის გზის პირველ კილომეტრზე მოძრაობა ცალ ზოლზე განხორციელდება
13-19 ივნისს ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის გზის პირველ კილომეტრზე მოძრაობა ცალ ზოლზე განხორციელდება
13 ივნ, 2023 17:13:56
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზის კმ1+500 მონაკვეთზე დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ბორანი“ ახორციელებს განივი კვეთის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის გამოც, 2023 წლის 13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის სავალი ნაწილის ცალ ზოლზე განხორციელდება.
ინტერაქტიული რუკა