ქალაქ ქარელში 7 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ ქარელში 7 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
16 მაი, 2023 11:51:11

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აქტიურ რეჟიმში ახორციელებს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის,  ქალაქ ქარელში გამავალი 7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ84 - კმ90) პერიოდული შეკეთების სამუშაოებს.

პერიოდული შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებს: ასფალტის საფარის, ზღუდარების, ბოწკინტების და რკინა-ბეტონის მილების განახლებას; კიუვეტების მოწყობას; ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოასფალტება, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ. ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: