9 აპრილის 08:00 სთ-დან 15 აპრილის 22:00 სთ-მდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის კმ56-კმ57 მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
9 აპრილის 08:00 სთ-დან 15 აპრილის 22:00 სთ-მდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის კმ56-კმ57 მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
07 აპრ, 2023 16:18:26
 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „გზამშენებელი-13“ აწარმოებს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ56-კმ57 მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზაზე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე შეკეთების სამუშაოებს. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია სავალი ნაწილის მოფრეზვა. აღნიშნულის გამო, 2023 წლის 9 აპრილის 08:00 სთ-დან, 15 აპრილის 22:00 სთ-მდე, კმ56-კმ57 მონაკვეთზე, იკრძალება ბათუმიდან-სამტრედიისკენ მოძრავი მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ძველი მიმართულების გავლით. 
დროის აღნიშნულ პერიოდში, სენაკიდან-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე  მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „გზამშენებელი-13“ აწარმოებს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ56-კმ57 მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზაზე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე შეკეთების სამუშაოებს. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია სავალი ნაწილის მოფრეზვა. აღნიშნულის გამო, 2023 წლის 9 აპრილის 08:00 სთ-დან, 15 აპრილის 22:00 სთ-მდე, კმ56-კმ57 მონაკვეთზე, იკრძალება ბათუმიდან-სამტრედიისკენ მოძრავი მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ძველი მიმართულების გავლით. დროის აღნიშნულ პერიოდში, სენაკიდან-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე  მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: