26 მარტს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის კმ67-კმ68 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
26 მარტს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის კმ67-კმ68 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
25 მარ, 2023 11:20:06

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, აუცილებელია, კმ67-კმ68 მონაკვეთზე, ბურღვა აფეთქებითი სამუშაოების განხორციელება, რისთვისაც საჭიროა 2023 წლის 26 მარტს 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა. ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ.  ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: