19 მარტს 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე სურამის კვანძი-საქასრიის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძლულია

19 მარტს 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე სურამის კვანძი-საქასრიის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძლულია
18 მარ, 2023 22:14:36
მაღალი ინტენსიობის და მიმდინარე შეკეთების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე, 19 მარტს 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
