12 მარტის 22:00 სთ-დან, 13 მარტის 06:00 სთ-მდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის კმ3-კმ4 მონაკვეთზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება
12 მარტის 22:00 სთ-დან, 13 მარტის 06:00 სთ-მდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის კმ3-კმ4 მონაკვეთზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება
11 მარ, 2023 17:23:35
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია გაერთიანებული საწარმო POLATYOL & MAPA JV ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ3-კმ4 მონაკვეთზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების და გარე-განათების ქსელის კვების ალტერნატიული მილსადენის მშენებლობის მიზნით, 2023 წლის 12 მარტის 22:00 სთ-დან, 13 მარტის 06:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომები.
ინტერაქტიული რუკა