რაჭის ცალკეულ გზებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რაჭის ცალკეულ გზებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
24 თებ, 2023 18:08:19

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ59-კმ73 მონაკვეთზე, გუფთა-ონის საავტომობილო გზის კმ44-კმ64,2 მონაკვეთსა და წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მორაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, დიდთოვლობის გამო, აკრძალულია. 

ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზასა და ჭრებალო-ნიკორწმინდას საავტომობილო გზაზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობ, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ38 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: