28 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

28 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
27 იან, 2023 16:55:08
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს. სამუშაოებისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე, 2023 წლის 28 იანვარს 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ჩაიკეტება.
დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 159-ე კმ-დან (სოფ. ვერტყვიჭალასთან არსებული სატრანსპორტო კვანძიდან), საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე.
