20 დეკემბრის 00:00სთ-დან 21 დეკემბრის 00:00სთ-მდე დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
![](http://www.georoad.ge/uploads/news/pic.php?size=thumb&img=1671446264_1671446285_53_472A7F55-B50E-4123-9B0B-7D7413BA7675.jpeg)
20 დეკემბრის 00:00სთ-დან 21 დეკემბრის 00:00სთ-მდე დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
19 დეკ, 2022 14:37:18
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის და მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 20 დეკემბრის 00:00სთ-დან 21 დეკემბრის 00:00სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
![](http://www.georoad.ge/images/intmap2.png)